ეკონომიკა

„ალტას“ ახალი შეთავაზება მომხმარებელს

7 ოქტომბერი, 2010 • • 1237
„ალტას“ ახალი შეთავაზება მომხმარებელს

დღეიდან კომპიუტერული ტექნიკით მოვაჭრე კომპანია „ალტა“ მომხმარებელს  Intel-ის კომპიუტერებს დღეში 1 ლარად სთავაზობს. მომსახურებას ტაო-პრივატ ბანკი ახორციელებს და, განვადების პირობების თანახმად, საჭიროა მომხმარებელს ჰქონდეს მინიმუმ 200– ლარიანი ხელფასი. 20%-იანი თანადაფინანსების შემთხევავში,  მას შეუძლია გადაიხადოს დღეში 85 თეთრიდან 4 ლარამდე, კომპიუტერის ღირებულების გათვალისწინებით, რომლის ფასები  730-დან 2000-ლარამდე მერყეობს. განვადების შემთხვევაში, მომხმარებელს საშუალება ექნება,  20 სახეობის კონფიგურაციის კომპიუტერული ტექნიკა შეიძინოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი