პროკრედიტ ბანკის ახალი მომსახურება

საქართველოში ბიზნესის გამოცოცხლებასთან დაკავშირებით, პროკრედიტ ბანკი თავის მომხმარებელს ახალ მომსახურებას სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ  ბიზნეს მრჩეველის მომსახურებით ისარგებლონ. ისინი კლიენტების პირადი ბანკირის ფუქციას შეასრულებენ და მათ ფინანსურ თუ ბიზნეს რეკონემდაციებსა და რჩევებს  მისცემენ.

ბიზნეს მრჩეველები საკუთარ კლიენტებს ასევე საჭირო ბიზნესსესხის შერჩევაშიც დაეხმარებიან და მათ ურჩევენ, თუ როგორ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი ოფისიდან გაუსვლელად მართონ და თანამშრომლებს ხელფასი რამდენიმე წუთში გადაურიცხონ. გარდა ამისა, ისინი მომხმარებელს პირადი ანგარიშებისა და დანაზოგების მართვაშიც დაეხმარებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge