„ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით აქტიურად გავაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესკლიენტების დაფინანსებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კომპანიების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებას,“ – განაცხადა პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ.
„საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა სხვა ფაქტორებთან ერთად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ბიზნე ინვესტიციებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ასეთ რესურსებს. აღნიშნული პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებაზე,“ – აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლაშლო ბარანიაიმ.
პროკრედიტ ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი 2012 წლიდან თანამშრომლობენ. პროკრედიტ ბანკის ცნობით, ახალი ხელშეკრულების მიხედვით საკრედიტო ხაზის მთლიანი თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს და პირველი ნაწილის, 5 მილიონი ევროს ათვისება უახლოეს მომავალში მოხდება.