ეკონომიკა

”სახალხო ბანკს” სახელი ეცვლება

8 აგვისტო, 2011 • • 932
”სახალხო ბანკს” სახელი ეცვლება

”სახალხო ბანკი” სახელს იცვლის. ხვალიდან ის”ლიბერთი ბანკის” სახელით გააგრძელებს მუშაობს. ამ სიახლესთან დაკავშირებით, ბანკში ხვალ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

„სახალხო ბანკის“ მფლობელი საინვესტიციო ჯგუფი „ლიბერთი კაპიტალია“, რომელმაც ბანკის აქციები 2009 წლის სექტემბერში იყიდა.

მას შემდეგ ”სახალხო ბანკმა”, საკრედიტო პორტფელი  21.0%-ით გაზარდა.

2010 წლის იანვარსა და თებერვალში ბანკმა 161,000-ზე მეტ ფიზიკურ პირზე 39.4 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გასცა.

მხოლოდ ფიზიკური პირების  საკრედიტო პორტფელმა 2010 წლის თებერვლის მონაცემებით 62.8 მილიონი ლარი შეადგინა.

2009 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ბანკმა 6.7 მილიონი ლარის ოდენობის კორპორატიული სესხი გასცა, რაც მთლიანად გაცემული სესხების 6.2% შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი