ეკონომიკა

საქართველოში თვითდასაქმებულების რაოდენობა ორჯერ აღემატება დაქირავებულებს

8 აგვისტო, 2011 • • 832
საქართველოში თვითდასაქმებულების რაოდენობა ორჯერ აღემატება დაქირავებულებს

საქსტატი საქართველოში უმუშევრობის დონის მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემებით, სადაც გასული წლის შედეგებია დაჯამებული საქართველოში ერთი წლის მანძილზე უმუშევრობის დონემ 0,3% მოიმატა.

მოსახლეობის აქტიური ნაწილი, დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანია, რომელთაგან დასაქმებული 1 მლნ. 600 ათასი ადამიანია.

ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, მომატებულია როგორც დაქირავებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდნეობა.
მათი თანაფარდობა კი ასეთია: ქვეყანის მოსახლეობის თვითდასაქმებული ნაწილი 1 მლნ. 64 ათასი ადამიანი, დაქირავებული კი მხოლოდ 624 ათასი.

საქართველოში უმუშევრობის დონე, საქსტატის მონაცემებით 16,3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი