ეკონომიკა

რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი ერთ დღეში რეკორდული 10.5 %-ით გაიზარდა

28 თებერვალი, 2022 • 2243
რუსეთში რეფინანსირების განაკვეთი ერთ დღეში რეკორდული 10.5 %-ით გაიზარდა

რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 2022 წლის 28 თებერვლიდან 10.5 ერთეულით გაიზარდა და ნაცვლად 9.5 პროცენტისა 20 პროცენტი გახდა.

ინფორმაციას რუსული RBC ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის თანახმად ასეთი ზრდის საჭიროება ახსნეს რუსეთის ეკონომიკისთვის გარე ფაქტორების „კარდინალური ცვლილებით“.

რუსეთში იმედოვნებენ, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ხელს შეუწყობს რუბლის და, შესაბამისად, ფასების სტაბილურობას და შეაჩერებს მოქალაქეთა დანაზოგებისა და ხელფასების გაუფასურებას.

აღნიშნულმა ცვლილებამ, გაუძვირა სესხი რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომელთაც სესხი სწორედ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე იყო მიბმული.

ეს არის მონეტარული პოლიტიკის ყველაზე მაღალი განაკვეთი, რაც რუსეთში ოდესმე ყოფილა.

რუსეთს დასავლურმა სახელმწიფოებმა არაერთი ფინანსური სანქცია დაუწესა. მათ შორის, გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური რეზერვებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი