ეკონომიკა

გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს 100 მილიარდით ზრდის

27 თებერვალი, 2022 • 1273
გერმანია თავდაცვის ბიუჯეტს 100 მილიარდით ზრდის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში უკრაინის შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტს € 100 მილიარდით ზრდის.

„ჩვენ იძულებულები ვინქებით უფრო მეტი დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, რათა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია“, – განაცხადა შოლცმა.

გერმანია დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისგან. ეს საკითხი ერთგვარ უთანხმოებას წარმოადგენდა მერკელისა და ტრამპის ადმინისტრაციებს შორისაც, რადგან ვაშინგტონი ბერლინისგან თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის დახარჯვას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი