ეკონომიკა

სამთავრობო ცვლილებები დადასტურდა – ვინ რა პოსტს დაიკავებს

9 თებერვალი, 2022 • 2353
სამთავრობო ცვლილებები დადასტურდა – ვინ რა პოსტს დაიკავებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მას ჩაანაცვლებს ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი.

თურნავას არ დაუზუსტებია, სად გააგრძელებს საქმიანობას:

„მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოსვინჯო ძალები. ვრჩები ჩემი გუნდის ერთგულ წევრად. ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ლევან დავითაშვილს კი მისი მოადგილე, ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაოფიციალურად, სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდებოდა, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნათია თურნავა 2019 წლის აპრილში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, მანამდე მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

ლევან დავითაშვილი კი 2016 წლიდან იყო ამ პოსტზე. მანამდე, 2 წლის განმავლობაში, ისიც მინისტრის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი