ეკონომიკა

ოფიციალური ბოდიში ამერიკას

8 აგვისტო, 2011 • • 1737
ოფიციალური ბოდიში ამერიკას

კომპანია ”ტოიოტას” პრეზიდენტი ბოდიშს უხდის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და ამერიკული ”ტოიოტას” მფლობელებს ავტომობილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებაც ადამიანების გარდაცვალება და მსოფლიო მასშტაბით ავტომობილების გაწვევა გამოიწვია.

აკიო ტოიოდა ამბობს , რომ ის ”ძალიან წუხს” ყველა  ინციდენტზე, რომელიც გამოწვეული იყო ავტომობილების აქსელატორების გაუმართაობით.

ტოიოდა ამერიკის კონგრესთან სრულად თანამშრომლობაზეა თანახმა, თუმცა ამბობს, რომ  არ აღმოჩენილა არავითარი დეფექტი მათი ავტომობილების ელექტროსისტემის გაუმართავობის.

”ტოიოტას ყველა ავტომობილი ჩემს სახელს ატარებს. როცა ავტომობილები ფუჭდება, მეც ასევე ვარ. მე უფრო მეტად, ვიდრე სხვას მსურს, რომ ტოიოტას მანქანები იყოს უსაფრთო და ჩვენი მომხმარებლისთვის ისეთი, რომ თავი მშვიდად იგრძნონ.” ამბობს კომპანიის დამაარსებლის შვილიშვილი, ბატონი ტოიოდა.

შეგახსენებთ, რომ ტოიტამ მილიონობით ავტომობილი გაიწვია გაუმართაობის მიზეზით.

რამდენიმე დღის კი კომპანიამ ამერიკის სასამართლოსგან უწყება მიიღო, იმ დოკუმენტების გადმოგზავნი თაობაზე, რომელიც გაწვევას უკავშირდება.

გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ტოიოტამ ფული დაზოგა ავტომობილებზე, კონკრეტულად კი ორ მოდელზეა საუბარი. ტოიოტა კამრის” და ”ლექსუს ES350-ზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი