ეკონომიკა

ვინ გააკონტროლებს აზარტული თამაშების ლიცენზიებს

18 თებერვალი, 2010 • • 1255
ვინ გააკონტროლებს აზარტული თამაშების ლიცენზიებს

 აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ლიცენზიას შემოსავლების სამსახური გასცემს, მას შემდეგ რაც ის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება. კანონპროექტი ამის შესახებ უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა და მისი მესამე მოსმენაზე გასვლის შემთხვევაში 2010 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- შემოსავლების სამსახური, რეორგანიზებულ იქნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, შემოსავლების სამსახურად.

დღეს აზარტულ და სხვა მომგებიან თამაშებზე ლიცენზიის მინიჭების ან გაუქმების უფლება ფინანსთა სამინისტროს აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი