ეკონომიკა

6-ის ნაცვლად 7 ციფრი

12 თებერვალი, 2010 • • 1894
6-ის ნაცვლად 7 ციფრი

თბილისში ექვნიშნა ინდექსს კიდევ ერთი ციფრი დაემატება, 2011 წლიდან თბილისში ფიქსირებული სატელეფონო კავშირისას შვიდნიშნა ინდექსი იქნება გამოყენებული.

კომუნიკაციების კომისიის სტარატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტის ცნობით, სიახლე ოპერატორებს რესურსის გაფართოების საშუალებას მისცემს.

ცვლილებების თანახმად  გაუქმდება “8” – ინდექსი, რომელიც საქალაქთაშორისო,  საერთაშორისო და ფიჭურ ოპერატორებთან კავშირისათვის გამოიყენება. კომისიაში განმარტავენ, რომ საქალაქთაშორისო კავშირისას “8”-ს ჩაენაცვლება – “0”, საერთაშორისო ზარისთვის – “00”, როგორც მთელს მსოფლიოშია. ფიჭური კავშირისას იქნება ინდექსი – “6”.

მასალების გადაბეჭდვის წესი