ნეტგაზეთი | 2009 წლის ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი კომპანია 2009 წლის ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი კომპანია – Netgazeti
RU | GE  

2009 წლის ყველაზე წარმატებული ექსპორტიორი კომპანია

1 მილიონ 266 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო გაყიდა ”თბილღვინომ” 2009 წლის მანძილზე.ინფორმაციას ამ თემაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინტერნეტ გვერდი ავრცელებს. კომპანიამ 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიტანა თავასი პროდუქცია და გაყიდული ბოთლი ღვინის რაოდენობით უკან ჩამოიტოვა ყველა ქართული კომპანია. 

2009 წელს ”თბილღვინოს” პროდუქციამ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურ-ებზე: International Wine and Spirit Competition, Decanter, Concours Mondial de Bruxelles და The Berlin Wine Trophy, 14 მედალი მოიპოვა, მათ შორის 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს.

2009 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 5,9 მილიონი დოლარის ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის 9,4 პროცენტია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე