2010 წლის ბიუჯეტის სავარაუდო პრობლემები

საქართველოს ბიუჯეტი 2010 წლისთვის 6 მილიარდ 750 მილიონ 704 ათასი ლარია,სხვაობა 2008 წელთან _ -415 მილიონ 390 ათასი ლარია

“საქართველოს 2010 წლის ბიუჯეტი მეტისმეტად ოპტიმისტურია და როგორც ჩანს სრულად არ ითვალისწინებს რეალობას, რომელიც დღეისთვის საქართველოში ჩამოყალიბდა,” აცხადებენ ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტში.

საქართველოს ბიუჯეტი 2010 წლისთვის 6 მილიარდ 750 მილიონ 704 ათასი ლარია. ბიუჯეტი 2008 და 2009 წელთან შედარებით შემცირებულია. სხვაობა 2008 წელთან შედარებით – 415 მილიონ 390 ათასი ლარია. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი წინა ორ წელთან შედარებით შემცირებულია, ეკონომიკის ექსპერი, დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ეს ბიუჯეტი მაღალ მაკროეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, 2010 წლის ბიუჯეტის შესრულებას შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას. “ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად გამოსწორდება კრიზისული მდგომარეობა, მოგვარდება თუ არა პრობლემები საბანკო სექტორში, სამშენებლო სექტორში”, – ამბობს ნარმანია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თუთა ჩხეიძე