ეკონომიკა

საქართველოსთვის გრანტები შემცირდა, საგარეო ვალი კი გაიზარდა

26 იანვარი, 2010 • 1419
საქართველოსთვის გრანტები შემცირდა, საგარეო ვალი კი გაიზარდა

თუ 2008 წელს ეს თანხა 533,642,5 ლარს შეადგენდა, 2010 წლისთვის ის შემცირებულია და საერთო ჯამში 298,553,6 ლარს შეადგენს.  

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია ამბობს, რომ გრანტების ძირითადი ნაწილი საქართველომ 2008-09 წლებში მიიღო და ეს იყო აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული გრანტები, საკონპენსაციოდ.  “გრანტები შემცირებულია იმიტომ, რომ თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი.  4 მილიარდნახევარი იყო ეს ფული, საიდანაც 2 მილიარდნახევარი იყო სესხი. ” ნარმანიას თქმით გრანტების დიდი ნაწილი საქართველომ თავიდანვე აითვისა და 2010 წელს გრანტი საქართველოს ფაქტიურად ამოწურული აქვს.

 ნარმანიას თქმით, 2008-09-10 წლებში საქართველოს საგარეო ვალი 2 მილიარდნახევრით გაიზარდა. და ექსპორტთან და მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ეს მაჩვენელი კრიტიკულ მაჩვენებელს მიაღწევს. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ წლების მანძილზე საქართველოს გრანტები გამოუყვეს  არიან, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, გლობალ ფონდი, UNDP და სხვები. ხოლო ქვეყნები, რომლებმაც საქართველოს გრანტი გამოუყო გერმანია, ნიდერლანდი, უკრაინა, ხოლო ყველაზე მეტი თანხა, კაპიტალური დანიშნულების გრანტებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი