როგორც “ნიკორაში” აცხადებენ, ორ მხარეს შორის შემდგარი მოლაპრაკებების შედეგად, სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანია, ,,ნიკორა ტრეიდი“ ,,ნუგეშის“ 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.
ამ საკითხზე ნიკორა ხვალ პრესკონფერენციას გამართავს:
“პრესკონფერენციის მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ,,ნუგეშის“ გარშემო არსებული ვითარება, ასევე ინფორმაცია ,,ნუგეშის“ ქსელის ,,ნიკორას“ მფლობელობაში გადასვლის დეტალებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს”, – აცხადებენ ნიკორაში.