ეკონომიკა

ბაკურიანში გაზაფხულზე აკვა-პარკის მშენებლობა დაიწყება

16 სექტემბერი, 2015 • • 1491
ბაკურიანში გაზაფხულზე აკვა-პარკის მშენებლობა დაიწყება

სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება, მომავალი ზამთრის სეზონზე კი ვიზიტორებს უკვე შეეძლებათ აკვა-პარკით სარგებლობა. დღეს კომპლექსის საპროექტო ტერიტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა. 

 

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სრიალის შემდგომი დასვენების ადგილები გაჩნდეს ბაკურიანში. ეს არის განვითარების შემდეგი ფაზა იმისთვის, რომ დამსვენებლებმა სრიალის შემდგომ თავისუფალი დრო შინაარსიანად გაატარონ,” – აღნიშნა მინისტრმა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ინვესტორთან შეთანხმებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის განერალური განაშენიანების გეგმა შემუშავდება და საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება. მინისტრის განცხადებით, ეს მეტად სარწმუნო იქნება სახელმწიფოსთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განაშენიანება მოხდება არა ქაოტური, არამედ მიზანმიმართული და წინასწარ შეთანხმებული გეგმით.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოები ინვესტორმა ნოდარ გიორგაძემ დაათვალიერა. აკვა-პარკი პირველ ეტაპზე ერთდროულად 500-600 ადამიანს მიიღებს, თუმცა, როგორც ინვესტორმა აღნიშნა, ბაკურიანის ბუნება და ლანდშაფტი უნიკალურია სპორტსმენებისთვის და არა მარტო აკვა-პარკის, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საშუალებასაც იძლევა.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ბაკურიანის აკვა-პარკის საპროექტო ტერიტორიაზე
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ბაკურიანის აკვა-პარკის საპროექტო ტერიტორიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი