ეკონომიკა

ინგა გრიგოლია: რეიტინგული გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

29 აგვისტო, 2015 • 2132
ინგა გრიგოლია: რეიტინგული გადაცემების დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ამის შესახებ ჟურნალისტმა მას შემდეგ განაცხადა, რაც “იმედმა” გაავრცელა განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერების შესახებ. არხის განცხადებით, მათ სურთ შეცვალონ გადაცემების ფორმატი, რათა 2016 წელს მაყურებელს “თვისობრივად ახალი პროდუქტი”  შესთავაზონ.

 

არხი ხურავს ორ გადაცემას – ინგა გრიგოლიას “რეაქციას”, რომელიც პარასკევობით გადაიცემოდა, და “იმედის კვირას”.

 

“ორივე რეიტინგული გადაცემაა და არავითარი საფუძველი არა მაქვს ვიფიქრო, რომ მათი დახურვის მიზეზი ფორმატია. ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – განუცხადა ნეტგაზეთს ინგა გრიგოლიამ.

 

მან  ნეტგაზეთთან კომენტირებისას დღეს უარყო ინფორმაცია მისი გადაცემის დახურვის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც “იმედმა” განცხადება გაავრცელა, გვითხრა, რომ ნეტგაზეთის კითხვების შემდეგ შეხვდა არხის ხელმძღვანელობას და შეიტყო ინფორმაცია  გადაცემის დახურვის შესახებ.

 

მისი თქმით, მიზეზი მასაც იგივე უთხრეს, რაც არხის განცხადებაშია ნათქვამი და რისიც არ ჯერა.  

 

გრიგოლია ამბობს, რომ არ გაკვირვებია ეს გადაწყვეტილება. “ყოველი ხელისუფლების დროს ასე ხდება, უკვე აღარ მიკვირს”.

 

ჟურნალისტის თქმით, ტელეკომპანია “იმედს” მისთვის სხვა არაფერი შეუთავაზებია, თუმცა უკვე აქვს სხვა შეთავაზებები.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ხომ არ შეუთავაზებია არხის ხელმძღვანელობას გადაცემის ფორმატის ცვლილება რამდენიმე თვით ადრე, რადგან თუ მართლა სურდათ ცვლილება, ახალ სატელევიზო სეზონამდე მოესწროთ და არა 2016 წლისთვის, გრიგოლიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა. 

 

ამ და სხვა კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა. ნეტგაზეთმა ჯერჯერობით მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა. 

ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

მასალების გადაბეჭდვის წესი