ეკონომიკა

ტელეკომპანია “იმედი” აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს

29 აგვისტო, 2015 • 1216
ტელეკომპანია “იმედი” აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს

“ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი  და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან” – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში “იმედი”  მადლობას უხდის  გადაცემების გუნდის წევრებს, “რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში”.

 

ეს განცხადება “იმედმა”  დღეს, 22.15 საათზე გაავრცელა. მანამდე ტელეკომპანიაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა. 

 

ნეტგაზეთი კომპანიის მიერ განცხადების გავრცელებამდე  დაუკავშირდა ინგა გრიგოლიას მის გადაცემა “რეაქციის” დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა გრიგოლიამ ეს არ დაადასტურა და  განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი