ეკონომიკა

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს დასკვნას სასამართლოში გაასაჩივრებს

17 ივლისი, 2015 • • 2273
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი კონკურენციის სააგენტოს დასკვნას სასამართლოში გაასაჩივრებს

კომპანიაში აცხადებენ, რომ  საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად:


“კომპანია არასდროს არ იყო ორიენტირებული რაიმე განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით”. 


კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც საქართველოში „გალფის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს, აპირებს სასამართლოში გაასაჩივროს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის 11.2 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ. 


 

კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა. ნავთობპროდუქტების ბაზრის მოთამაშეები, რომელთაც კონკურენციის შესახებ არსებული კანონი დაარღვიეს, ჯამურად, 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. 

 

 

 

“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარით, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” (გალფი) – 11 267 384 ლარით, “რომპეტროლ საქართველო” – 10 845 806 ლარით, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარით, “ლუკოილ-ჯორჯია”  -4 740 260 ლარით, “L ოილი” – 1 209 890 ლარით. 

 

 

 

200 ლარით დაჯარიმდნენ შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009”, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010”, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4”, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”. 

 

 

 

კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს. დასკვნის  ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.


 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი