ეკონომიკა

„გალფი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

17 ივლისი, 2015 •
„გალფი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სააგენტოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და ჯარიმის დაკისრება ჩვენს კომპანიაზე, რომლის შესახებაც საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ეცნობა” – აცხადებენ კომპანიაში. 



კომპანიაში აცხადებენ, რომ „გალფის“ წმინდა მოგებამ 2012-2014 წლებში 6.2 მილიონი ლარი შეადგინა,  როცა კონკურენციის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა თითქმის ორჯერ აღემატება ამ ციფრს, რაც ძალზედ მძიმედ იმოქმედებს მის საქმიანობაზე და განვითარების გეგმებზე.

 

“ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპებია ღია და პატიოსანი კონკურენცია და მომსახურების მაღალი ხარისხი. კომპანია აპირებს დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და დამატებით ათეულობით თანამშრომლის დასაქმებას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მის განვითარებას და ხელს შეუშლის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას” – აცხადებენ “გალფში”. 


კონკურენციის სააგენტომ ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა. ნავთობპროდუქტების ბაზრის მოთამაშეები, რომელთაც კონკურენციის შესახებ არსებული კანონი დაარღვიეს, ჯამურად, 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. 


“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარით, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” (გალფი) – 11 267 384 ლარით, “რომპეტროლ საქართველო” – 10 845 806 ლარით, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარით, “ლუკოილ-ჯორჯია”  -4 740 260 ლარით, “L ოილი” – 1 209 890 ლარით. 

 

200 ლარით დაჯარიმდნენ შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009”, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010”, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4”, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”. 

 

კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს. დასკვნის  ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.




 

მასალების გადაბეჭდვის წესი