კალაძის განცხადებით, ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მიმართულებით ძალიან შრომატევადი სამუშაოები ჩატარდა:
“ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს რაც შეეხება, მათ ედავებიან იმას, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება. საბოლოოდ მომხმარებლისთვის ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და ალბათ მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის”.
კონკურენციის სააგანტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკონომიკურ აგენტებს და კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით:
“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარით, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” (გალფი) – 11 267 384 ლარით, “რომპეტროლ საქართველო” – 10 845 806 ლარით, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარით, “ლუკოილ-ჯორჯია” -4 740 260 ლარით, “L ოილი” – 1 209 890 ლარით.
200 ლარით დაჯარიმდნენ შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009”, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010”, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4”, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”.
კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს. დასკვნის ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.