ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები ფასზე გარიგებისთვის 55 მლნ ლარით დააჯარიმა

15 ივლისი, 2015 •
კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები ფასზე გარიგებისთვის 55 მლნ ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგანტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკონომიკურ აგენტებს და კომპანიებს დაეკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით:


“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარით, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” (გალფი) – 11 267 384 ლარით, “რომპეტროლ საქართველო” – 10 845 806 ლარით, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარით, “ლუკოილ-ჯორჯია”  -4 740 260 ლარით, “L ოილი” – 1 209 890 ლარით. 


200 ლარით დაჯარიმდნენ შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009”, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010”, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4”, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”. 

 

კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა მოცულობითია და 1 100 გვერდს შეადგენს. დასკვნის  ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

 

“კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-14 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი” – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

 

კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე 2014 წლის 18 დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მუშაობს. პრემიერის მიერ სააგენტოსთვის ანგარიშის წარსადგენად დათქმული 10-დღიანი ვადა 2014 წლის დეკემბერში ამოიწურა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი