საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4761 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1082 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი -3680 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ივნისში 2598 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.





