
“ბრენდს საქართველოში წარმოადგენს საერთაშორისო კორპორაციას აი სი არი. ჩვენ გვაქვს ორი ფილიალი პიაცა იტალიის ამჟამად. კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ეს ფილიალები დავხუროთ. კორპორაცია აი სი არი 25 წელია მუშაობს ქართულ ბაზარზე და ქსელი მუდმივად ფართოვდება. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ფეხსაცმელი, ავეჯი და გასტრონომია. შესაბამისადმ პიაცა იტალიის დახურვასთან დაკავშირებით ეს იყო ბიზნესგადაწყვეტილება და ის თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან, პიაცა იტალიის სხვა ფილიალებში გადანაწილდებიან. ორგანიზაცია 10-მდე ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს”- განუცხადა “ნეტგაზეთს” აი სი არის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გვრიტიშვილმა.
“პიაცა იტალიის” მაღაზიებში პროდუქციაზე ფასდაკლების აქცია დაიწყო. “ნეტგაზეთს” აი სი არის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ კორპორაცია მაღაზიებში კოლექციას აღარ განაახლებს და ობიექტები პროდუქციის ლიკვიდაციის შემდეგ დაიხურება.
კორპორცია აი სი არი საქართველოში წარმოადგენს ბრენდებს- “ეკოს”, “ბატას”, “ჯეოქსს”, “ფეხსაცმლის გალერეას,” “პარფოისს”, “ოკაიდის”, “პრომოდო რასიმოს” და სხვა ბრენდებს.







