სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიური ინფლაცია 9 თვის მქსიმუმზეა. 


ეროვნული ბანკის მონაცემებით, დაგეგმილი მიზნობრივი ინფლაცია 6%-ია.


მაისთან შედარებით ივნისში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1,9%-ით გაიაფდა. ძირითადი გავლენა ამ ჯგუფზე სეზონურმა ფაქტორებმა მოახდინა, კერძოდ, 17,9%-ით გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,4%) და თევზეულზე (-1,1%).


ხილსა და ყურძენზე ფასების 5,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 3,1%-ით არის გაზრდილი.


რაც შეეხება 12-თვიან პერიოდს, გასული წლის ივნისთან შედარებით, 2015 წლის ივნისში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 5,7 %-ით გაიზარდა. 


ხილი და ყურძენი გაძვირდა 35%-ით, ზეთი და ცხიმი 9,8%-ით,  ყავა, ჩაი და კაკაო 7,9%-ით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 5,4%-ით.


12 თვეში  ჯანდაცვის სექტორში  ფასები გაიზარდა 7,4 %-ით.


ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 15,9%-ით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 5,3%-ით და  საავადმყოფოების მომსახურებაზე 3,7%-ით.


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11,4%-ით ზრდა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (13,8%), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (8,7%).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *