ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: სახელმწიფო ბიუჯეტი 6 თვის მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა

1 ივლისი, 2015 •
ფინანსთა სამინისტრო: სახელმწიფო ბიუჯეტი 6 თვის მონაცემებით გადაჭარბებით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებულია 76,9 მლნ ლარით და შეადგენს 3 მილიარდ 581 მლნ ლარს, რაც გეგმის (3 მილიარდ 504.1 მილიონი ლარი) 102.2%-ია.


2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლები 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 378,1 მლნ ლარით (11,8%-ით) აღემატება.


ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 6 თვის გეგმის (3 მილიარდ 708.2 მლნ ლარი) მიმართ გადაჭარბდა 106.2 მლნ ლარით და შეადგინა 3 მილიარდ 814,4 მლნ ლარი, გეგმიური მაჩვენებლის 102,9%.


2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის 6 თვის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 405 მლნ ლარით (11,9%-ით).


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ოთხივე კატეგორია (შემოსავლები, პრივატიზაცია, ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით არის შესრულებული.


ამასთან, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი 6 თვის გეგმის (4 მილიარდ 572.7 მილიონი ლარი) მიმართ შეადგენს 96,2 %-ს.


სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი მიმდინარე წლის 6 თვის ბოლოსთვის შეადგენს 823,5 მლნ ლარს. ჯამში, ნაშთის სახით, დაგროვილია დაგეგმილზე 427 მლნ ლარით მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი