კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, 1 ივლისიდან ადგილობრივ და საექსპორტო სატვირთო გადაზიდვებზე ტარიფები 20%-ით მცირდება.
ცვლილება ეხება, როგორც ადგილობრივ, ასევე ექსპორტის რეჟიმში მოქცეულ ყველა სახის მშრალი ტვირთის სავაგონო და საკონტეინერო გადაზიდვებს:
“აღნიშნული მარკეტინგული გადაწყვეტილება სარკინიგზო გადაზიდვების ამ სექტორში კომპანიის გაყიდვების სამომავლო ზრდას გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ადგილობრივი წარმოების მოცულობების ზრდას, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე პოზიტიურად აისახება”, – ამბობს „საქართველოს რკინიგზის” მენეჯმენტი.