2014 წლის პირველი ივნისისთვის აქტივები 17,8 მლრდ ლარი იყო და წლიურ ჭრილში 31%-იანი ზრდაა, თუმცა ამ წლის მაისში 200-მილიონიანი (0,8%) კლება აღინიშნა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე) კლება 0.85%-ია. კურსის ცვლილებამ კი 0,05%-ით ზრდა განაპირობა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.5 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.1%-ს (01/06/14 -3 მლრდ; 16,8%) შედგენს.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78,4% შეადგინა (2014 -78,4%).
საბანკო სექტორის მაისის მოგება 70,8 მლნ ლარია (2014/ მაისი -17.7 მლნ).
1 ივნისისთვის 2 ბანკია ზარალზე (2,7 მლნ), 17 -მოგებაზე (188,3 მლნ).
სექტორი წარმოდგენილია 19 ბანკით, 16 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.
აქტივების მიხედვით 5 უმსხვილესი ბანკის წილი 79.4%-ია (01/06/14 – 75,9%).