ეკონომიკა

თბილისს ისრაელის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან

25 ივნისი, 2015 •
თბილისს ისრაელის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან

ისრაელელი ბიზნესმენები საქართველოში 3 ივლისამდე დარჩებიან.

 

ვიზიტის ორგანიზატორი და მასპინძელი არის საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა. მსგავსი ღონისძიებები საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ახალი ინიციატივის შემადგენელი ნაწილია, რომელიც გულისხმობს ისრაელის ბიზნესელიტისათვის საქართველოს პოტენციალისა და ბიზნესკულტურის გაცნობას, – აცხადებენ საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატაში.

 

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს უკვე ეწვია 150-მდე ისრაელელი ბიზნესმენი, წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 350-ის ჩამოყვანა. სექტემბერში თბილისში ჩამოვა საერთაშორისო მედიის 40 წარმომადგენელი. ამ ინიციატივის პარალელურად ტარდება ბიზნესფორუმები, რომლებიც კონკრეტულ ინვესტიციებზეა ორიენტირებული. წლის ბოლომდე ჩატარდება კიდევ ორი ბიზნესფორუმი თბილისსა და იერუსალიმში.

 

როგორც ბიზნესპალატაში აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადისა და ინვესტორების რაოდენობის ზრდას ისრაელიდან, არამედ ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოტენციალის პოპულარიზებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი