ეკონომიკა

პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას იწყებს

24 ივნისი, 2015 •
პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას იწყებს

აბაშიშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ სპეცილურ ბრიფინგზე განაცხადა:

 

“ეს იქნება ძალიან ღია პროცესი. შესაბამისად, დღეიდან მე ვიწყებ კონსულტაციებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებან და ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.”

 

აბაშიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული ბანკის უარგუმენტო დანაწევრების პროცესი: 

 

“საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით, მაღალპროფესიონალურ დონეზე ასრულებს თავის მოვალეობას. მათ შორის განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის სფეროში. ამავდროულად საუბარია იმაზე, რომ შემოთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგთან. ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებასთან, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრი აწერს ხელს, რომელიც შეეხება ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმას 2015 წლის. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალიან ღია შეფასებასთან, ბიზნესასოციაციების და ექსპერტების შეფასებებთან, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებთან. ამ დრომდე კანონპროეტის ავტორების და არც მათი მხარდამჭერების მხრიდან თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტიც კი არ იქნა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება.  გარდა ერთისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია.”

 
აბაშიშვილის განცახდებებით, პიროვნული ნიშნით ინსტიტუტების ნგრევის პროცესი დაუშვებელია:
 
სწორედ ახლა დავიწყეთ ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის პროცესი. სულ 7 თვე დარჩა ბატონ ქადაგიძეს.  შესაბამისად, კიდევ უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია, თუ ამ პროცესის განხორციელების შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე. ამ ცვლილების ძალაში შესვლა საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკას და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორცილებას. შესაბამიად, ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე მის ყველა მხარდამჭერს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.”
 
 
 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან ჩამოშორების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი კანონპორექტი პარლამენტში უკვე შესულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი