„მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 80,9 ათასი ტონა, რაც 7,6 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 29,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 51,3 ათასი ტონა.
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის მაისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 18,1 ათასი ტონა -61,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 10,8 ათასი ტონა – 36,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,7 ათასი ტონა – 2,4%.
ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 18,0 ათასი ტონა -35,1%, L-62 დიზელის საწვავი – 33,3 ათასი ტონა – 64,9%.
ქვეყნების მიხედვით 2015 წლის მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 29,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 36,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 28,1 ათასი ტონა – 34,7%; ბულგარეთი – 8,5 ათასი ტონა – 10,5%; რუსეთი – 6,6 ათასი ტონა – 8,1%; თურქმენეთი – 5,0 ათასი ტონა – 6,2%, საბერძნეთი – 3,5 ათასი ტონა – 4,3%.
მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში იმპორტირებული იყო 6,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი – 97,1%, განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
მაისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,3 ათასი ტონა, აპრილის თვეში -1,2 ათასი ტონა, მარტის თვეში – 2,0 ათასი ტონა, თებერვალში – 1,0 ათასი ტონა.
საავიაციო ნავთის იმპორტმა მაისში შეადგინა 2,3 ათასი ტონა, აპრილის თვეში – 4,3 ათასი ტონა, მარტის თვეში – 3,4 ათასი ტონა, თებერვლის თვეში – 4,5 ათასი ტონა.