ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შედგა, რომელსაც საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენლის აზიმ სადიკოვის შეფასებით, რეგიონის ეკონომიკაზე საგერეო შოკებმა და ნავთობიმპორტიორ ქვეყნებში ნედლეულზე ფასების შემცირებამ იმოქმედა.
“რეგიონში კავკასია და ცენტრალური აზია ნავთობისა და გაზის მომხმარებელი და ექსპორტიორი ქვეყნები არიან წარმდგენილნი. საქართველო, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი მომხმარებლები არიან, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი- იმპორტიორები. ეს ორივე ჯგუფი არიან ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ამ ქვეყნებში ნავთობის ფასის შემცირებამ ინვესტიცების კლება განაპირობა”- ამბობს სადიკოვი.
ასევე საქართველოს ორი მეზობელი ქვეყანა, სომხეთი და რუსეთი 2015-ში განიცდიდა ეკონომიკურ უკუსვლას. 1%-იანი კლება იყო მშპ-ს კუთხით სომხეთში, 4%-იანი კლება- რუსეთში.
“ბუნებრივია, ამას აქვს გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. აზერბაიჯანშიც შენელებულია ეკონომიკური ზრდა- 1%-მდე. თურქეთი საკმაოდ ნორმალურად მიდის, 3%-იანი ზრდა აქვს. კარგი ამბავია, რომ ევროზონა ცოტათი გამოსწორდა. ეს ის რეგიონია, რომელიც დაეხმარება სქართველოს 2015 წელს და 2016-შიც”-ამბობს სადიკოვი.
სსფ-ს შეფასებით, რუსეთის ეკონომიკას დიდი გავლენა აქვს საქართველოზე: “მოქედებს ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე და იმპორტზე. ექსპორტი არ არის დიდი, მაგრამ როცა რუსეთმა მოხსნა ემბარგო 2013-2014 წლებში, გაიზარდა ექსპორტი ამ ქვეყნის მიმართულებით. 2015 წელს ეს აღარ განვითარებულია. ეს ის საკითხია, რომელიც უნდა ახსოვდეს საქართველოს მთავრობას.”
სსფ-ს შეფასებით, 2015 წელს კრედიტდაბანდება საქართველოში შესუსტებულია დოლარში. 2015 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა ძლიერია. თუმცა ეს დროებითი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ზრდის ტემპი ძალიან სუსტი იყო, რადგან პროდუქციის წარმოება შემცირებულია წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით.
“ეკონომიკაზე გავლენა აქვს ორმაგ ფაქტორს: სუსტია საგარეო მოთხოვნა და მეორე ფაქტორია ის, რომ შემცირებულია შინამეურნეობების ხარჯვის შესაძლებლობა იმიტომ, რომ მათი შემოსავლები კრედიტების მომსახურების შემდეგ უკვე შემცირებულია. ამას აქვს გავლენა მოთხოვნაზე და ეკონომიკურ ზრდაზე”- ამბობს სადიკოვი.
საქართველოს ეკონომიკაზე მოქმედი საგარეო ფაქტორები
სსფ-ს შეფასებით, როცა კრიზისმა დაარტყა რეგიონს, რუსეთი იყო გარე ფაქტორის გამომწვევი. რუსული რუბლი გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში. შემცირდა 2014 წლის ბოლოს ფულადი გზავნილები და ექსპორტი, როცა 2014 წლის დასაწყისში ამ მიმართულებით ზრდა 30% იყო. ახლა კი ვარდნა არის 20-25% ექსპორტსა და ფულად გზავნილებში. ფედერალიზაციის გარკვეული ნიშნები შეიმჩნეოდა ბოლო კვარტალში. 2015 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ექსპორტი და ფულადი გზავნილები აღარ მცირდება.
რამ გამოიწვია ლარის 30%-იანი გაუფასურება
სსფ-ს შეფასებით, იმპორტით იყო გამოწვეული დიდი ზეწოლა ლარზე. ექსპორტი ჩავარდა. მხოლოდ აპრილში დავინახეთ 20%-იანი კლება იმპორტზე, რაც კარგად მოქმედებს სავაჭრო დეფიციტზე.
რატომ შემცირდა ექსპორტი საქართველოდან 2014 წლის ბოლოს და 2015 წელს? აზერბაიჯანში შემცირდა მანქანების ექსპორტი ახალი რეგულაციების გამო; დსთ-ში, უკრაინასა და რუსეთში კრიზისის გამო. ევროკავშირში შემცირდა მეტალის ექსპორტი ფასების შემცირების გამო. თუმცა 2015 წლის პირველი კვარტლის ბოლოს 140 მილიონით შემცირდა სავაჭრო დეფიციტი.
“თუ ეს შენარჩუნდა, ის დაეხმარება საქართველოს სავაჭრო დეფიციტის შემცირებაში და ლარზე ზეწოლა შემცირდება. ეს კლება ფართომასშტაბიანია. ეკონომიკა შენელებულია და ზრდის სტიმული არის სუსტი” – ნათქვამია სსფ-ს ანგარიშში.
“აშშ დოლართან 30 % -ით გაუფასურდა ლარი. ევრო 20% არის გაუფასურებული აშშ დოლართან. სავაჭრო კალათაში დოლარი 15 %-ით არის გამყარებული. ეს ასახავს შოკებს. საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა გაუფასურდა. აზერბაიჯანი და საქართველო ერთნაირად მიდიან. უკრაინას მეტი პრობლემები აქვს, მაგრამ საკუთარი პრობლემები”- ნათქვამია სსფ-ს ანგარიშში.
2014 წლის პირველ ნაწილში ლარი სტაბილური იყო დოლართან მიმართებაში. როცა რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა უფასურდებოდა, ლარის გამყარება ხდებოდა. ლარი მყარდებოდა და მხოლოდ 2014 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო გაუფასურება. თუ შევხედავთ სავალუტო კალათას, ლარი აშშ დოლართან 2015 წლის ივნისში უკვე უცვლელია, ვიდრე იანვარში იყო.
როგორ ახდენენ ცენტრლური ბანკები რეაგირებას ვალუტის გაუფასურებაზე რეგიონში
აზიმ სადიკოვს მიაჩნია, რომ ცენტრალური ბანკები მოექცნენ ზეწოლის ქვეშ : “ზოგიერთმა გაუძლო ზეწოლას, ზოგმა ვერა. დაიწყეს რეზერვების ხარჯვა, მაგრამ გაუფასურების შედეგი მაინც ვერ გამოასწორეს. რეზევები არ არის ამის პასუხი და არც ინტერვენციები. სავალუტო კურსმა უნდა მოახდინოს კორექტირება არსებულ რეალობაზე. ზოგიერთმა ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ხარჯვა. თუმცა ეს წარმატებული არ აღმოჩნდა. მათი ვალუტა მაინც განაგრძობს გაუფასურებას. ზოგიერთ ქვეყანაში პანიკა დაიწყო და გაცვლითი კურსი მაინც ვერ გამოსწორდა. გაზარდეს საპროცენტო განაკვეთები, მაგრამ ვერც ამან უშველა, რადგან შოკი გრძელვადიანი იყო.”
სსფ-ს ანგარიშის მიხედვით, სომხეთმა (ვიდრე მთავრობა გამოუშვებდა ევროობლიგაციებ,ს რომ შეევსო ცენტრალური ბანკის რეზერვები) დაკარგა თავისი საერთაშორისო რეზერვების ნახევარი. დრამი გაუფასურდა ნაკლებად, მაგრამ ეს იყო ძირითადი იარაღი.
“შეიძლება ვალუტის კურსის დაჭერა, მაგრამ ეს აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. აი, ეს არის ფასი, რასაც ვიხდით საერთაშორისო რეზერვების ცვეთით”- განაცხადა სადიკოვმა.
სსფ-ს შეფასებით, ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკი გამოირჩევა როგორც ზრდასრული. ეს არის თურქეთის და საქართველოს ცენტრალური ბანკები. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ზოგადად სწორი პოლიტიკა განახორციელა, მაგრამ რუბლის ძალიან დიდი გაუფასურებით.
“ჩვენ მხარი დავუჭირეთ სქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომ ყოფილიყო კურსი მცურავი. არსებობს ქვეყნები, სადაც ხდება კურსის დაჭერა ევროს მიმართ ან დოლარის მიმართ. ლარის გაუფასურება დოლართან იყო 30%. ეს მტკივნეულია ხალხისთვის, ვისაც დოლარში აქვს სესხი. დოლარიზებულ ქვეყანაში, როგრიც საქართველოა, იოლი არ არის სრულად იგნორირება მოვახდინოთ ამ საკითხის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ეს საკითხი და ქვეყანაში და რეგიონში მოხდეს ეკონომიკის დედოლარიზაცია და სუფთა ინფლაციის პროგნოზირება” – ამბობს სადიკოვი.
საქართველოში სსფ-ს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ლარი უნდა იყოს მცურავი კურსით და მოხდეს საგარეო შოკის შეწოვა.
“საქართველოში არის მცირე ზომის ეკონომიკა. შოკი შეიძლება მოდიოდეს რუსეთიდან, სომხეთიდან ან აზერბაიკანიდან. საქართველოს ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს და მზად იყოს შოკებისთვის”- ამბობს სადიკოვი.