შესაბამის ქველმოქმედების ხელშეკრულებას პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ და “კავკასიის ბუნების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა ხელი 9 ივნისს მოაწერეს.
“ეს თანხა არ არის საკმარისი პარკის სრული რეაბილიტაციისათვის და დანარჩენი სახსრების მოძიებას თავად ფონდი განახორციელებს”, – იუწყება პროკრედიტ ბანკი.
პროკრედიტ ბანკისა და საქველმოქმედო ფონდ “კავკასიის ბუნების ფონდის” თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელიწადია ხორციელდება. პრესსამსახურის ცნობით, პროკრედიტ ბანკი ყოველ წელს გარკვეულ თანხას რიცხავს გრანტის სახით დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. 5-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკრედიტ ბანკმა თანხები გამოყო ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ვაშლოვანის ნაკრძალის და ახლა უკვე ალგეთის ეროვნული პარკისთვის.