8 ივნისის მონაცემებით, “ვისოლს”, “რომპეტროლს” და “ლუკოილს” ევრო რეგულარის მარკის 1 ლიტრი საწვავი 1,93 ლარად გამოაქვთ.
“გალფში” “რეგულრის” ფასი 1,99 ლარია, ხოლო “სოკარში” -1.98 ლარი. ყველაზე დაბალ ფასში ამ ტიპის საწვავი “ფრეგოს” ქსელშია და 1 ლიტრზე 1,83 ლარს შეადგენს.
ნავთობიმპორტიორები საწვავის გაძვირების მიზეზს საერთაშორისო ბაზრებზე (PLATT’S- ის) განვითარებულ ფასს უკავშირებენ. კომპანიებში აცხადებენ, რომ 1 ტონა ბენზინის ფასი 2015 წლის 6 თვეში თითქმის 200 აშშ დოლარით გაძვირდა და 680 აშშ დოლარი შეადგინა.
2015 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, «PLATT”S»-ის მიხედვით, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს: ბენზინი – 680.50 დოლარი/ტონაზე; დიზელი (L-62) – 572.75 დოლარი/ტონაზე; დიზელი (10ppm) – 580,00 დოლარი/ტონაზე; Jet – 585.25 დოლარი/ტონაზე; მაზუთი – 337.50 დოლარი/ტონაზე.
რეგულარის ტიპის საწვავი საცალო ქსელში მარტიდან საშუალოდ 35 თეთრით გაძვირდა. 2015 წლის თებერვალში ამ ტიპის საწვავი საცალო ქსელში 1,55-1,59 ლარი ღირდა.
საწვავის გაძვირება საცალო ქსელში აპრილიდან დაიწყო. ყველაზე მეტად საწვავი ბოლოს 8 თეთრით გაძვირდა. 6 მაისის მონაცემებით, საცალო ქსელში საწვავი ოთხმა კომპანიამ გააძვირა. 27 აპრილის შემდეგ საცალო ქსელში საწვავი კიდევ 5 -8 თეთრით გაძვირდა.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2015 წლის მონაცემებით 7 კომპანია ოპერირებს.
8 ივნისის მონაცემებით, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 65.02 აშშ დოლარია.