ეკონომიკა

“ჰაიდელბერგცემენტი” წარმოების გაფართოებას და 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

3 ივნისი, 2015 •
“ჰაიდელბერგცემენტი” წარმოების გაფართოებას და 100 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

“ჩვენ წარმატებულად ვაფასებთ საქართველოს ბაზარზე საქმინობის 9-წლიან პერიოდს. “ჰაიდელბერგ ცემენტმა” დაამტკიცა, რომ საქართველოს ბაზარი აინტერესებს გრძელვადიანად. ბოლო დეტალების შეთანხმევა მიმდინაეობს ჰაიდელბერგის ბორდთან, ჩვენ გვინდა ახალი ცემენტის ხაზის მშენებლობის დაწყება კასპში, რომლის საინვესტიცო ღირებულებაც არის 100 მლნ აშშ დოლარი”- განაცხადა “ჰაიდელბერგ ცემენტის” სამშენებლო მასალების დირექტორმა დავით ჯუღაშვილმა .


მისი თქმით, სირთულეების მიუხედავად, კომპანია ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს ბაზარს:


“სირთულეები არის პერიოდული. პროდუქციის გაყიდვების დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. უკვე განცახორციელეთ 300 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია. გვაქვს ცემენტის სამი ქარხანა- ორი რუსთავში და ერთი კასპში; 10 მოქმედი ბეტონის ქარხანა და ერთი ინერტული მასალების მწარმოებელი ქარხანა ბათუმში”.  

 

“ჰაიდელბერგ ცემენტის” სამშენებლო მასალების დირექტორის დავით ჯუღაშვილის ინფორმაციით საქართველოში კომპანია რჩება სამშენებლო მასალების ბაზარზე: 

 

“ჩვენ ვრჩებით სამშენებლო მასალების ბაზარზე. თუმცა ამ მხრივ იგეგმება სიახლეები. ვაპირებთ ბეტონის ქსელის განვითარებას. საქართველოს ყველა დიდი და საშუალო ქალაქს მოვიცავთ. ვფიქრბთ, რომ მობილური ბეტონის ქარხნები შევთავაზოთ დამკვეთს. კიდევ ერთი სიახლეა, ინერტული მასალის ბიზნესს ვიწყებთ. ჩვენ არ ვაწარმოებდით ინერტულ მასალებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მომხმარებელი ვართ. ვყიდულობდით სხვა კომპანიებისგან. ახლა გადავწყვითეთ, რომ დავიწყოთ წარმოება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი