დეპუტატი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის საფრთხეს ხედავს, როდესაც ბანკების გამსხვილება ხდება:
” საინტერესოა, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა ეროვნულმა ბანკმა, როცა “საქართველოს ბანკს” “ტაო პრივატ ბანკის” შესყიდვის თანხმობა მისცა?” – განაცხადა ებანოიძემ.
გიორგი ქადაგიძის განმარტებით, “პრივატ ბანკი” არის ყველაზე დიდი ბანკი უკრაინაში და დიდ ბანკს მეტი ლიკვიდურობა სჭირდებოდა:
“ტაო პრივატ ბანკი მცირე იყო და ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა ვერ მოხდებოდა. როცა ერთი ბანკი ყიდულობს მეორეს, მოთხოვნები და კრიტერიუმები არ არის. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.”
“საქართველოს ბანკმა” უკრაინულ „პრივატბანკთან“ 2014 წლის დეკემბერში გააფორმა შეთანხმება საქართველოში მისი შვილობილი სს „პრივატბანკის“ აქციების 100%–ის შესყიდვის შესახებ. გარიგების ფასი 51 მლნ აშშ დოლარია.
შესყიდვის შედეგად, საქართველოს ბანკის საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%–ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%–ით გაიზრდება. გაიზრდება საქართველოს ბანკის მომსახურების ქსელი. „პრივატბანკი“ საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს.”
ეროვნული ბანკის მონაცემებით, “პრივატბანკი” აქტივების მოცულობით მე–9 ადგილზეა.
2015 წლის 1 მაისის მონაცემებით საბანკო ბაზარზე 19 ბანკი ბანკი ოპერირებს.