ასე უპასუხა გიორგი ქადაგიძემ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარლამენტში ეკონომიკური კომიტეტბის გაერთანებულ სახდომაზე დასმულ კითხვას ღნიშნულ 4 ბანკში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
გიორგი ქადაგიძემ განმარტა, რომ ამ საქმეებზე გამოძიება პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში დაიწყო:
“ყველაა შემთხვევასთან დაკავშირებით მიდინარეობს გამოძიება. ეს პროცესი არ დაწყებულა დღეს. გამოძიება დაიწყო 2012 წლის ნოემბერში. ამ ქვეყანაში არსებობს გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო. დაკითხულია ყველა მონაწილე. ყველამ საბანკო სექტორში იცის ამის შესახებ. თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, მაშინ ის ვალდებულია წავიდეს სასამართლოში. მეც მივალ სასამართლოში და ვუპასუხებს კითხვებს. სანამ ეს არ ხდება, მანამდე ნებისმიერი ბრალდების წამოწევა არის სპეკულაცია. “
2007 წლის 24 ნოემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დავით ამაღლობელის განკარგულების საფუძველზე სააქციო საზოგადოება “სტანდარტ ბანკში” დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა.
2008 წლის მარტში „სტანდარტ ბანკის“ აქციების 100% კორ ბანკმა შეიძინა. რომლის დამფუძნებელიც „საინვესტიციო კომპანია “დაბი ჯგუფია”. ახლა ბაზარზე ყოფილი სტანდარტ ბანკი „კორ სტანდარტ ბანკის“ სახელით ოპერირებს. პატარკაციშვილების ოჯახმა ეს აქტივი დღემდე ვერ დაიბრუნა.
ვლადიმერ უგულავა “ბანკ ქართუში” 2012 წლის 12 ივლისს შევიდა. იგი აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების – სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად დაინიშნა. უგულავამ სს “ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭო დაითხოვა.







