გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურისის შესანარჩუნებლად დიდი ინტერვენციების განხორციელება მართებულად არ ჩათვალა:
“ეროვნული ბანკის დიდი ინტერვენციები არის არასწორი გადაწყვეტილება. კურსი ნარჩუნდება მინიმუმზე რამდენიმე თვე. ჩვენი რეზერვები მოდის ქვევეით. ბევრი ქვეყანა უშვებს შეცდომას კრიზისის გამო და ამან არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა. აზერბაიჯანი ცდილობდა კურისის დაჭერას და 5 მილიარდი დოლარი დახარჯა. მაინც მოუწიათ კურსის დევალვაცია.”
ქადაგიძის განცხადბით, მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ რეზერვების ხარჯვა გვიან დაიწყო, თუმცა, თუ ბანკი რეზერვებს ადრე დახარჯავდა, ეს სიტუაციას არ შეცვლიდა:
“კრიტიკა, რომ თუ ჩვენ დავხარჯავდით რეზერვებს, უფრო ადრე უშველიდა სიტუაციას, ეს არ ატარებს არანარ ეკნომიკურ შინაარს. ჩვენ ვხარჯავდთ მაშინ, როცა იყო პიკი და ვახშობდით აჟიოტაჟს. ეს გაუფასურება არ იყო გამოწვეული ფულის მასის ზრდით. სარეზერვო ფულის მასა დავიყვანეთ ნულამდე. ამ გაუფასურების მიზეზი არის შემოდინებების შემცირება. ჩვვენ ამოვიღეთ 700 მლნ ლარი. რა მოხდებოდა, თუ რეფინანსირების სესხს არ მივცემდთ? ეკონომიკაში დაიწყებოდა რეცესია”.
პარლამენტის ეკოონომიკური კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგძის 2014 წლის ანგარიშს უსმენენ.