ეკონომიკა

ავსტრიული კომპანიები ინვესტირებას გუდაურში და მესტიაში გეგმავენ

19 მაისი, 2015 •
ავსტრიული კომპანიები ინვესტირებას გუდაურში და მესტიაში გეგმავენ

ბიზნეს-ფორუმი, რომელიც “თბილისი მარიოტში” 19 მაისს შედგა, საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი მონაწილეობდნენ. 

 

“საქართველო გთავაზობთ ინვესტირებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა და ტურიზმი, -ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის მონაწილეებს.
მისი განცხადებით, ავსტრია წარმატებით იყენებს საქართველოს მიერ შეთავაზებულ პირობებს და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა. მისი განცხადებით, დღეს საქართველოში მიმდინარეობს საინტერესო პროცესები და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გაააქტიუროს ურთიერთობა, როგორც ევროკავშირთან, ისე ავსტრიასთან ორმხრივ ფორმატში.

 

“ავსტრია არის მნიშვნელოვანი ჰაბი, ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიო ბაზარზე ბევრი მიმართულებით, ამიტომ ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება მეტ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას,”- აღნიშნა ჰაინც ფიშერმა.

 

“საქართველო-ავსტრიის ბიზნე-ფორუმის ფარგლებში, მხარეებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სექტორში” -ეს განცხადება ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანდრე რუპრეჰტერმა გააკეთა.

 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის სექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშე: “მომსახურებას და საქონელს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სექტორიდან მივიღებთ, ვნახავთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და აქედან გამომდინარე არის ძალიან ვიწრო კავშირები სხვა სფეროებთან და მიმართულებებთან.”

 

ავსტრიას აინტერესებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება: “ავსტრიაში გვაქვს კარგი პროგრამები. რაც შეეხება რძის პროდუქტების წარმოებას და მეცხოველეობას, აქაც ჩვენ კარგი შესაძლებლობები გვაქვს.”

 

ავსტრიას აინტერესებს საქართველოსთან ურთიერთობა გარემოს დაცვის კუთხით. მხარეებს შორის ხორციელდება პროექტი “მდგრადი მეტყევეობა”.

 

ავსტრიის დელეგაციის წარმომადგენლის ვალტერ კორენის ინფორმაციით, ავსტრია მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით 1 სულ მოსახლეზე მსოფლიოში მე-14 ადგილზეა: 

 

“მცირე და საშუალო საწარმოების 99% არის ავსტრიის ეკონომიკის ხერხემალი. ნოვაციების დანერგვაში ავსტრიაში მშპ-ს 3% იხარჯება. ავსტრია შედის იმ ქვეყნების ათეულში, სადაც საპატენტო განცხადებების და ინდუსტრიის წილი მშპს-ს 30%-ია. ავსტრია დაინტერესებულია საქართველოში გუდაურის და მესტიის კურორტების განვითარებით.”

 

საქართველოში ევრობანკის წარმომადგენლის ბრუნო ბალვანერას შეფასებით, საქართველო და ავსტრია არის ჰაბი და დამაკავშირებელი ცენტრი: “საქართველოსა და ავსტრიას შორის არის დიდი მსგავსება. აქ ყველა დარგი გავს ერთმანეთს. ამიტომ ავსტრია უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოში უფრო მეტად.”

 

საქართველოში საქმინობს  ავსტრიული კომპანია „გებრუდერ ვაისი”, რომელმაც აქ 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლოგისტიკური ცენტრი ააშენა. 

 

გებ­რუ­დერ ვა­ი­სის” სა­კუთ­რე­ბა­შია 158 ფი­ლი­ა­ლი ავ­ს­ტ­რი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, უნ­გ­რეთ­ში, ჩე­ხეთ­ში,სლო­ვა­კეთ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში,სერ­ბეთ­ში, რუ­მი­ნეთ­ში,აშშ-ში, იაპო­ნი­ა­ში და სხვა. ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, კომ­პა­ნია და “Gebruder Weiss Holding AG”-ის ქოლ­გის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი მი­სი ფი­ლი­ა­ლე­ბი მომ­ხ­მა­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზო­ბენ. 

 

 

 

 

 

 

 

 




მასალების გადაბეჭდვის წესი