ეკონომიკა

EBRD -ის ბიზნესფორუმი და უცხოური კომპანიების ინტერესები საქართველოში

14 მაისი, 2015 •
EBRD -ის  ბიზნესფორუმი და უცხოური კომპანიების ინტერესები საქართველოში

შეხვედრაში 4 კომპანიის ტოპმენეჯერი მონაწილეობდა, რომელთაც რეგიონის ბიზნესგარემო და მეწარმეების შესაძლებლობები შეაფასეს.

 

“ნეტგაზეთი” კომპანია “ტროიკა დიალოგის” დამფუძნებელ  რუბენ ვარდანიანს და კომპანია “ტრანს ოილ გრუპის” ხელმძღვანელ ვაჟა ჯაშს  ესაუბრა:  

 

 

რუბენ ვარდანიანი
რუბენ ვარდანიანი

 “ტროიკა დიალოგის” დამფუძნებელი  

– ძალიან მოხარული ვარ, რომ EBRD -ის შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. ეს არის გამოწვევა დიდი ბიზნესისთვის. როგორ უნდა გახდე წარმატებული და ეფექტური გლობალურ ბაზრებზე. 


– ეს ბიზნესფორუმი რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და რა ეფექტს მოიტანს მოკლევადიან პერიოდში? 


– EBRD -ის როლი მნიშვნელოვანია, რომ ტრანსფორმაცია მოახდინოს საქართველოში. ის ეხმარება ქვეყანას, რომ გახდეს წარმატებული და მეტი თანხა მოიზიდოს.

 

-თქვენ თუ გეგმავთ საქართველოში ინვესტირებას? 


ჩვენ ვაკეთებთ ერთ-ერთ დიდ პროექტს თბილისში. კერძოდ, ვახორციელებთ სომხური ეკლესიის რესტავრირებას. 

 

– რაც შეეხება ბიზნესს, კიდევ რა სეგმენტით დაინტერესდებით?


ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ჯერ კიდევ ყველა შესაძლებლობას ვაანალიზებთ. არ არის მარტივი დრო ბიზნესის კეთებისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, ვალუტის რყევა დასრულდება. როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის დიდი გამოწვევაა მიმდინარე სიტუაცია იმისთვის, რომ რეფორმები ჩაატაროთ.

 

– როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოსწორდება სიტუაცია შიდა და გარე შოკების გავლენის ფონზე?


– რეგიონში ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე. რუსეთს დიდი გავლენა და ზეწოლა აქვს. ეს ცვლილებები რომ არ მომხდარიყო [უკრაინის ომი და ნავთობზე ფასის ვარდნა], რეგიონზე რუსეთის გავლენა ასეთი არ იქნებოდა. 

 

“ტრანს ოილ გრუპის”  ხელმძღვანელი ვაჟა ჯაში ამბობს, რომ საქართველოში ინვესტირებისათვის ენერგოსექტორი აინტერესებს, თუმცა კონკრეტული პროექტები ჯერ არ განუხილავს. ბიზნესმენმა საქართველოში 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა: 

ვაჟა ჯაში კომპანია ტრანს ოილ ჯგუფი
ვაჟა ჯაში კომპანია ტრანს ოილ ჯგუფი

-ჩვენ სოფლის მეურნეობის ბიზნესში ვართ. გვაქვს საწარმო მოლდოვაში და სომხეთში. საქართველოში გვაქვს მცირე საწარმო ბათუმში, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაარსეთ.

 

– რამდენად პერსპექტიულია  ეს ბიზნესი და თუ გაქვთ განვითარების სტრატეგიული გეგმა?


– ჩვენ გვაქვს სტრატეგია. გვინდა, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ საქართველოში. აქ პატარა ბაზარია და ჩვენ ვცდილობთ მოვახდინოთ ინტეგრაცია მეზობელ ბაზრებში, კერძოდ, თურქეთში. ჩვენ დაახლოებით 100 ათსი ფერმა გვაქვს, მათ შორის აშშ-იც. 


–  როგორ შეაფასებთ საქართველოს ბიზნესგარემოს? საინვესტიცოდ რამდენად მიმზიდველია?

 

– მთავრობა ეხმარება ბიზნესპროექტებით სოფლის მეურნეობის სექტორში. ოპტიმისტია საქართველო, ასევე მეც. 


– როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე არიან დღეს ქართული კომპანიები? 


ჩვენ ოპტიმისტები ვართ და ამ კუთხით მივდივართ. ეს გამოწვევები მოდის ფინანსური კუთხით. საქართველოში ფინანსური რესურსის მოპოვება რთულია. მაგრამ თუ გინდა გქონდეს კომპანია, უნდა იყო მდგრადი ამ მიმართულებით. 


– რამდენის ინვესტირებას გეგმავთ საქართველოში?


– უკვე განხორცილებული ინვესტიცია არის 10 მლნ აშშ დოლარი. ვაპირებთ ფერმების გაფრთოებას და ინვესტიცია უფრო დიდი იქნება.


– ეს კონფერენცია როგორ დაეხმარება ბიზნესს?  


– ეს კონფერენცია როგორც ბიზნესს, ისე მთავრობასაც დაეხმარება. შეუწყობს ხელს იმას, რომ მთავრობამ გაიგოს, რა სურს ბიზნესს. ასევე შეუწყობს ხელს ბიზნესს, რომ მეტი თანხები მოიზიდოს. EBRD -ი საქართველოში ბევრ ბიზნესს ეხმარება, რაც ძალიან კარგია. 

  



 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი