ეკონომიკა

Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“

1 მაისი, 2015 • • 1715
Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2015 წელს“

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

 

„მხოლოდ მიმდინარე წელს გალტ&თაგარტმა შეასრულა განმთავსებლის როლი EBRD-სა და IFC-ის ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვებაში, ისევე, როგოროც „m2 უძრავი ქონების“ ობლიგაციების გამოშვებაში, რომელიც გახლდათ ყველაზე მსხვილი საჯარო ფიქსირებული შემოსავლის მქონე განთავსება საქართველოში ამ დრომდე. ხსენებული პრესტიჟული ჯილდოს მიღება არის გალტ&თაგარტის წამყვანი როლის აღიარება საქართველოში კაპიტალის ბაზრებისა და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის განვითარებაში,“ – განაცხადა გალტ&თაგარტის თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.


სს გალტ&თაგარტი საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი