ეკონომიკა

იციკ მოშე: საქართველო რჩება მიმზიდველ ქვეყნად ისრაელელი ინვესტორებისათვის

30 აპრილი, 2015 •
იციკ მოშე: საქართველო რჩება მიმზიდველ ქვეყნად ისრაელელი ინვესტორებისათვის

დღეს თბილისში, სატუმროში “Holiday Inn”-ში გაიმართა კონფერენეცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ისრაელიდან ჩამოსული ტელეკომუნიკაციის, კავშირგაბმულობის, ტექნოლოგიური, ფინანსური და საბანკო სექტორის წამყვანი 120 კომპანიის წარმომადგენლები. 

ისრაელის ბიზნესელიტა საქართველოს ეცნობა
ისრაელის ბიზნესელიტა საქართველოს ეცნობა

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ტურისტული კომპანია Doron Travel და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა.

 

კონფერენცია საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ გახსნა.


“თქვენ იმყოფებით საქართველოში, ისრაელისადმი ერთერთ ყველაზე მეგობრულად განწყობილ ქვეყანაში. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო და ისრაელი გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. საქართველო რჩება მიმზიდველ ქვეყნად ისრაელელი ინვესტორებისათვის, ძირითადად უძრავი ქონების სფეროში და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ შეხვედრიდან პირდაპირ აეროპორტში მივდივარ, რადგან დღეს ბარსელონაში ვხვდები ებრაელი ინვესტორებს ჯგუფს, რომელთაც საქართველოში შემოსვლა აქვთ გადაწყვეტილი”, _ განაცხადა იციკ მოშემ.

ისრაელის ბიზნესელიტა საქართველოს ეცნობა
ისრაელის ბიზნესელიტა საქართველოს ეცნობა

იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის ბიზნესელიტამ უნდა შეისწავლოს საქართველოს ბიზნესგარემო და მისი თავისებურებები:

 

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, თქვენ წინაშე დგომა, რადგან სწორედ თქვენ წარმოადგენთ ისრაელის ბიზნესელიტას და ქმნით საზოგადოებრივ აზრს ისრაელის ქვეყანაში, ამიტომაც მსურს გადმოგცეთ სამი ძირითადი გზავნილი მეგობარი ქვეყნიდან: რამდენიმე კვირის წინათ ისრაელელი ბიზნესმენის – მეირ შავიტის ბიზნესს შეექმნა პრობლემები საქართველოში. ამ საკითხზე მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და ის, რაც მოხდა, ნამდვილად გასაოცარია. სულ რაღაც ოთხ საათში მივიღეთ პასუხი ჩვენს წერილზე, მას შემდეგ შედგა ორი შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, საქმის შესწავლა დაჩქარდა. ეს არის მაგალითი მთავრობასა და ბიზნესს შორის წარმატებული კომუნიკაციისა; მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა და თან ასეთი ახლობელი ქვეყანაა ისრაელისთვის, მაინც არსებობს აუცილებლობა, რომ თქვენ, როგორც პოტენციიური ინვესტორები, არა მხოლოდ გაეცნოთ საქართველოს პოტენციალს, არამედ იცოდეთ, ისწავლოთ და გაანალიზოთ მისი ბიზნესკულტურაც; საქართველო არის სანდო პარტნიორი. ქართული მხრიდან დიდია მხარდაჭერა და დაინტერესება, კავშირები კი უკვე საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც თქვენ გაძლევთ საშუალებას, ყოველგვარი შუამავლების გარეშე დაამყაროთ კავშირები და წამოიწყოთ ბიზნესი საქართველოში. ეკონომიკის მინისტრი მზადაა უპასუხოს თითოეული თქვენგანის ზარს და მიგიღოთ შეხვედრაზე. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა კი უანგარო დახმარებას და კონსულტაციას გთავაზობთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა გსურთ”.

 

ისრაელელი ბიზნესმენის, ნათი აბრაამის თქმით, ისინი ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ გაეცნონ საქართველოს პოტენციალს. კონფერენციას ესწრებიან ისრაელის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ამ ვიზიტის შემდეგ ერთად განიხილავენ, რა სფეროში შეიძლება საქართველოში ფულის დაბანდება.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების პრეზენტაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი