ეკონომიკა

საცალო ქსელში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

27 აპრილი, 2015 • • 1573
საცალო ქსელში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

კომპანია “გალფს” “რეგულარის” ტიპის საწვავი საცალო ქსელში 1,79 ლარად გამოაქვს, “ვისოლს” და “სოკარს” – 1,78 ლარად. “ლუკოილის” ქსელში “რეგულარის” ფასი 1,73 ლარია, “რომპეტროლში” – 1,68 ლარი, ხოლო ამ ბრენდის საწვავი ყველაზე დაბალ ფასში, საცალო ქსელში კომპანია “ფრეგოს” 1,62 ლარად აქვს.

 

ნავთობროდუქტების იმპორტიორების ქსელში “რეგულარის” ტიპის საწვავი გასულ თვესთან შედარებით 9-10 თეთრით გაძვირდა. 

 

აპრილში საწვავზე ფასები კომპანიებმა მეორედ ასწიეს. კომპანია “გალფის” წარმომადგენელი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ყველა ტიპის საწვავი 27 აპრილს კომპანიამ 5 თეთრით გააძვირა: 

 

“ფასი 5 თეთრით გავზარდეთ. ეს უკავშირდება ბოლო დროს ნავთობის ფასთან დაკავშირებულ განვითარებულ მოვლენებს. მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.”

 

 

მარტში კომპანიებს- “გალფს”, “ვისოლს”  და “სოკარის”  რეგულარის ტიპის საწვავი საცალო ქსელში 1,68 ლარად გამოჰქონდათ. 

 

2015 წლის 16 მარტის მონაცემებით, “რეგულარის” ტიპის საწვავს საცალო ქსელში “ლუკოილი”  და  “რომპერტოლი” 1,59 ლარად ყიდდა. 

 

საცალო ქსელში“რეგულარის” საწვავი 1,55 ლარად გამოჰქონდა კომპანია “ფრეგოს”, რომელმაც საქართველოს ნავთოპროდუქტების ბაზარზე ოპერირება 2015 წლიდან დაიწყო.  კომპანია თბილისში და რეგიონებში 13 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.  

 

ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნდა კომპანია “სენტა პეტროლიუმი.” კომპანია “სენტა პეტროლიუმის” წარმომადგენელი ზაალ იაკობიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვებს ჯერჯერობით მხოლოდ საწვავის საბითუმო ბაზარზე განახორციელებს. 

 

ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2015 წლის მონაცემებით 7 კომპანია ოპერირებს.

 

16 მარტის მონაცემებით, “ბრენტის” ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 58,31 აშშ დოლარი იყო.  

 

27 აპრილის მონაცემებით 1 ბარელი “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასი 64.54  აშშ დოლარია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი