ეკონომიკა

საქართველო-ბელორუსის პირველი ბიზნესფორუმი თბილისში

22 აპრილი, 2015 •
საქართველო-ბელორუსის პირველი ბიზნესფორუმი თბილისში

ბელორუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსის განცხადებით, საქართველოსთან ეკონომიკურ ურთიერთობებს მთავრობა და ბიზნესი ოთხი მიმართულებით განიხილავს:

“პირველი, ეს არის სავაჭრო ურთიერთობები. უნდა გავზარდოთ სავაჭრო პოტენციალი, რადგან 50-მილიონიანი ბრუნვა საკმაოდ მცირეა. თუ ბრუნვა გაიზარდა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ეონომიკის გაძლიერება. ჩვენ ვხედავთ პოტენციალს სოფლის მეურნეობში, მანქანათმშენებლობაში. ბელორუსს შეუძლია საქართველოს შესთავაზოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტები. სოფლის მეურნეობის ტექნიკის წარმოების მხრივ ვართ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე მსოფლიოში. ჩვენ მზად ვართ მოვახდინოთ საქართველოში ტექნიკის იმპორტი და შემდეგ გავიტანოთ მესამე ქვეყანაში. ერთობლივ პროექტებს, რომელსაც გავაკეთებთ ბელორუსში, ეს არის კარი “ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში”, ხოლო საქართველოში განხორციელებული პროექტები – კარი ევროკავშირის ბაზარზე. ეს შანსი ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვჭირდება სანდო პარტნიორები საქართველოში. ბელორუსი მიმზიდველია ინვესტორებისათვის. ჩვენს ქვეყანაში 18 კომპანია მუშაობს ბელორუსულ-ქართული კაპიტალით, 12 საწარმო სუფთა ქართული კაპიტალით. ბელორუსი მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოებით 57-ე ადგილზეა. 2014 წელს ბელორუსში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, აქედან 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია საქართველოდან შემოვიდა. ქვეყანაში უცხოური კაპიტალით შექმნილი 7 ათასი კომპანია მუშაობს.

 

ბიზნეს-ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ესწრებოდა: 

 

“საქართველოში ეკონომიკა ვითარდება და ვითარდება ბიზნესი. ვახორციელებთ ახალ პროექტებს. ქვეყანაში მხოლოდ ენერგორესურსების 17-20%-ია ათვისებული. უახლოეს მომავალსი მოხდება ათვისება და რაციონალური გამოყენება. გვაქვს გამარტივებული ბიზნესგარემო და საინტერესო რეგულაციები.”

 

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქმიან კონტრაქტებსაც მოეწერა ხელი. მემორანდუმები თანამშრომლობის შესახებ კომპანია “სარაჯიშვილმა” და “მინსკ-კრისტალმა”, ჰოლდინგმა “ბელავტომაზმა”  და “ბიზნეს-ჯგუფმა 2010”-მა, ჰოლდინგმა “ბობრუისკაგრომაში” და “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა”, ჰოლდინგმა “ემ-ტე-ზე” და კომპანია “მსოფლიო ტექნიკამ” გააფორმეს. 

“მინსკ-კრისტალი” კომპანია “სარაჯიშვილს” სპირტის წარმოებისთვის ხორბალს მიაწვდის. კომპანია “თეგეტა მოტორსი” კი საქარველოში ბელორუსში ნაწარმოები საბურავების ექსკლუზიური მომწოდებელი გახდა. 

ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, მიხაილ მიატლიკოვის შეფასებით, ბიზნეს-ფორუმს აქვს დიდი მნიშვნელობა:


“საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ბიზნეს-ფორუმში ბელორუსიდან 42 კომპანია მონაწილეობს. კომპანიებს აქვთ კონკრეტული წინადადებები. ახლა ბიზნესს ორივე მხრიდან აინტერესებს ის შესაძლებლობები, რასაც სთავაზობს საბაჟო კავშირი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენი ქვეყნებს აქვთ საშულება ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ჩვენი კომპანიები გაეცნობიან ბიზნესკლიმტს საქართველოში. საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ბრუნვა 170 ქვეყანას შორის 57 -ე ადგილზეა. საქართველოში შემოგვაქვს სამომხმარებლო საქონელი, ავტოტექნიკა, მედიკამენეტები. ბელორუსს აინტერესებს ქართული ღვინო და მინერალური წყლები, თხილი. დამეტებითი სტიმული ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში შესაძლოა გახდეს ტურიზმი. ორმხრივ მოლაპარაკებებში ბიზნესები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ბელორუსი იქნება კარგი ბიზნეს-პარტნიორი.”

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის, კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა არის 35 მილიონი:

 

“საქართველოს და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატები მოწოდებულნი არიან ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ეკონომკურ განვითარებას მეწარმეთათვის საზღვრების გახსნის გზით, რაც მიიღწევა ახალი ბაზრების და პარტნიორების მოძიებით. საქართველოში არის მიმზიდველი გადასახადები. ქვეყანა ყალიბდება ენერგეტიკულ ჰაბად, ენერგოსექტორში ჩადებული ინვესტიციები ინვესტორებს მაღალ მოგებებს სთავაზობს. ევროკავშირთან მოწერილმა ხელშეკრულებამ საქართველოში შექმნილ პროდუქციას ყველაზე მაღალ მსყიდველუნარიან ბაზარზე შეღწევის საშუალება მისცა. ეს ხელს უწყობს საქართველოში ფართომასშტაბიანი რეგიონალური პროექტების განხორციელებას. სწორედ ამ ტიპის პროექტებს განეკუთვნება “ბაქო-თბილისი-ყარსის” სარკინიგზო ხაზი. იწყება და ვითარდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ახალ რეალობას ქმნის საქართველოს ლოჯისტიკასა და ტრანსპორტის სექტორში. ეს წაახალისებს ვაჭრობას რეგიონის გავლით. ჩვენს ბელორუს კოლეგებს გააჩნიათ კარგი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში, რის საფუძველზეც შეიძლება ერთობლივი წარმოებების განვითარება.” 

 

ბიზნეს-ფორუმის დასრულების შემდეგ “თბილისი-მერიოტში” ბელორუსის მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია შედგა. საკონდიტრო წარმოების კომპანიებს საქართველოში “სმარტის” ქსელში პროდუქციის დისტრიბუცია სურთ. ასევე, საქართველოს ბაზარი აინტერესებთ რძის პროდუქტების მწრმოებელ კომპანიებს.  

 

 

 

       

მასალების გადაბეჭდვის წესი