აქედან ექსპორტი 170 მლნ. აშშ დოლარი იყო (21 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 467 მლნ. აშშ დოლარი (5 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 25, 20 და 27 პროცენტი).

 

საქსტატის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში 31 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებით დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-მარტში 675 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა (2014 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 25 პროცენტით ნაკლები).

 

აქედან ექსპორტი 175 მლნ. აშშ დოლარი (55 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 500 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით
ნაკლები).

 

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 35 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში შესაბამისად 36, 56 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-მარტში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 26 პროცენტი (2014 წლის იანვარ-მარტში 10 პროცენტი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *