ეკონომიკა

“რედისონი” თბილისში სასტუმროების ქსელს აფართოებს

16 აპრილი, 2015 • • 4145
“რედისონი” თბილისში სასტუმროების ქსელს აფართოებს

საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს, „პარკ ინ ბაი რედისონის“ მშენებლობისა და მართვის ხელშეკრულებას ხელი დღეს კომპანია ბლოკ-ინვესტისა და კარლსონ რეზიდორ ჯგუფის ხელმძღვანელობამ სასტუმრო “თორში” მოაწერა. ერთი სასტუმრო თბილისში, ჭანტურიას ქ. #10-ში, სასტუმრო „თორის“ ადგილზე  აშენდება, ხოლო მეორის აშენება სასტუმრო “შერატონის” მოპირდაპირე მხარეს იგეგმება. სასტუმროში 80 ნომერი განთავსდება.   

 

ხელმოწერის ცერემონიალს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.


სასტუმრო “პარკ ინ ბაი რედისონ თბილისი” საშუალო სეგმენტის მომხმარებელზე იქნება გათვლილი. სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. სატუმროში 200 ნომერი, 120 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, ბარი, ლობი-ბარი, საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი იქნება. 

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი, რომ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და თბილისში გაიხსნება კიდევ ერთი “რედისონის” ბრენდის სასტუმრო: 

 
“თბილისში გაიხსნება RADISSON-ის კიდევ ერთი ბრენდის სასტუმრო. თუმცა უკვე არა 5-ვარსკვლავიან ნიშაში, არამედ უფრო დაბალი ვარსკვლავების ნიშაში, რაც ძალიან მოთხოვნადია ტურიზმის დღევანდელ ბაზარზე. ამ სასტუმროში 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 600-მდე ადამიანი, ხოლო სასტუმროს გახსნის შემდეგ 200-ზე მეტი სამუშო ადგილი შეიქმნება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ბლოკ-ინვესტსა და კარლსონ რეზიდორ ჯგუფს შორის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა სვანეთში “რედისონ ბლუ მესტიის” მშენებლობის შესახებ. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონი დოლარი იქნება, სადაც განთავსდება 72 სასტუმრო ოთახი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი