ბაზარს პასკით ძირითადად მცირე საცხობები ამარაგებენ, ხოლო დიდ საცხობებს სააღდგომო პასკა რეალიზაციისთვის მაღაზიების ქსელში და დიდ ჰიპერმარკეტებში შეაქვთ.
კომპანია „იფქლი“ მომხმარებლებს სამი ზომის პასკის სთავაზობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელი “იფქლის” ნაწარმს ხელმისაწვდომ ფასად იყიდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ დიდი პასკის (650 გ) ფასი 4 ლარს შეადგენს, საშუალოსი (340 გ) – 2.50 ლარს, პატარა პასკა (240 გ) კი მხოლოდ 1.50 ლარი ეღირება.
იტალიურ საცხობ AZZATO-ში ტრადიციული ქართული რეცეპტითა და უმაღლესი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებით 950-გრამიანი პასკის ფასი 12 ლარია, ხოლო 450-გრამიანის – 5 ლარი. ბელგიური მინანქრით გაფორმებული 950-გრამიანი პასკის ფასი კი 14 ლარია.
საცხობ Panetteria-ში ქართული პასკის ფასი პუდრით და ქიშმიშით (750გრ) 7 ლარია.
კომპანია “ტკბილი ქვეყანას” პასკა “საფირმო” (850 გრამი) – 7,25 ლარად, ხოლო (350 გრ) -3,45 ლარად გამოაქვს.
კომპანიებში და საცხობებში აცხადებენ, რომ პასკაზე მოთხოვნა მაღალია.