ეკონომიკა

რატომ გააძვირა “რეგულარის” ტიპის საწვავი სამმა კომპანიამ

16 მარტი, 2015 •
რატომ გააძვირა “რეგულარის” ტიპის საწვავი სამმა კომპანიამ

კომპანიებს- “გალფს”, “ვისოლს”  და “სოკარის”  რეგულარის ტიპის საწვავი საცალო ქსელში 1,68 ლარად გამოაქვს.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ გაძვირდა “რეგულარის” ტიპის საწვავი, მხოლოდ “გალფში” უპასუხეს.  ორ კომპანიაში აცხადებენ, რომ კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

 

კომპანია “გალფის” წარმომადგენელი ნინო ჯიბლაძე ამბობს, რომ საცალო ქსელში მხოლოდ “რეგულარის” ტიპის საწვავი გაძვირდა:

 

“რეგულარის გაძვირება განაპირობა იმან, რომ საწვავის მარაგი ამოგვეწურა და საქონლის ახალი პარტია მაშინ შევისყიდეთ, როცა ნავთობი გაძვირდა. უფრო ძვირი გადავიხადეთ და იძულებული გავხდით ფასი გაგვეზარდა.” 

 

თუმცა, კონკრეტულად როდის იყიდა “რეგულარის” ტიპის საწვავი კომპანიამ, “გალფში” არ აკონკრეტებენ. 

 

16 მარტის მონაცემებით, “რეგულარის” ტიპის საწვავი საცალო ქსელში “ლუკოილს”  და  “რომპერტოლს” 1,59 ლარად გამოაქვს. 

 

საცალო ქსელში“რეგულარის” საწვავი 1,55 ლარად გამოაქვს კომპანია “ფრეგოს”, რომელმაც საქართველოს ნავთოპროდუქტების ბაზარზე ოპერირება 2015 წლიდან დაიწყო.  კომპანია თბილისში და რეგიონებში 13 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.  


ნავთობპროდუქტების ბაზარზე დაბრუნდა კომპანია “სენტა პეტროლიუმი.” კომპანია “სენტა პეტროლიუმის” წარმომადგენელი ზაალ იაკობაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ კომპანია გაყიდვებს ჯერჯერობით მხოლოდ საწვავის საბითუმო ბაზარზე განახორციელებს. 


ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2015 წლია მონაცემებით 7 კომპანია ოპერირებს.


16 მარტის მონაცემებით, “ბრენტის” ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 58,31 აშშ დოლარია. 


 



 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი