ეკონომიკა

ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა

27 იანვარი, 2015 •
ეროვნული ბანკის კურსით 1 აშშ დოლარის ფასმა 2 ლარს გადააჭარბა

2014 წლის 27 იანვარს დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ფასი 2,0144 ლარია.  ეროვნული ლარი აშშ დოლართან 0.182 პუნქტით გაუფასურდა. 26 იანვარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 1 აშშ დოლართან მიმართებაში ლარი 1.9962 ნიშნულზე იყო. 


სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 1,9933 ლარი იყო, ხოლო კომერციულ ბანკებში- 2.0050 ლარი. 


სავაჭრო ქსელებში მედიკამენტები, ბავშვთა კვების პროდუქტები და თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა. 


ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 199 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 2, 039 ლარი ღირს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი