ეკონომიკა

ბუცხრიკიძე: “თიბისი ბანკი” არ ფლობს არაპროფილურ ბიზნესს

11 დეკემბერი, 2014 •
ბუცხრიკიძე: “თიბისი ბანკი” არ ფლობს არაპროფილურ ბიზნესს

ვახტანგ ბუცხიკიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ბანკი არაპროფილურ ბიზნესს არ ფლობს: 

 

“ჩვენი კომპანიების საქმინობა უკავშირდება საბანკო ბიზნესს. ჩვენი სტრატეგია სხვა არის. ჩვენი შვილიბილი კომპანიები ძირითადად საფინანსო სფეროსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, “თიბისი ლიზინგი,” “თიბისი კრედიტი.” კიდევ წვრილი კომპანიები, რომელთა 95% არის დაკავშირებული საბანკო ბიზნესთან”.   

 


ეროვნული ბანკის მონაცემებით,  “თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია ”თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება ”თიბისი კრედიტის” 75%-ს, საბროკერო კომპანია ”თიბისი ბროკერის” 100%-ს, ”გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” 93%-ს, ”უძრავი ქონების მართვის ფონდის” 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის 100%-ს, ”თიბისი ფეის” 100%-ს, ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია ”თიბისი ინვესტს”.

 

“საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაურმა საბანკო ბიზნესის და არაპროფილური აქტივების გამიჯვნის შესახებ ოფიციალურად 10 დეკემბერს განაცხადა. 

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისი აი“-ში, შპს “თელიანი ველში “ – 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” – 99,99%-ს, შპს „ჩემ კლინიკაში“ – 51%-ს, “რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” – 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ “დინამოში” – 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესის შეზღუდვის შესახებ საჯაროდ 8 ოქტომბერს განაცხადა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მედიისთვის დახურული შეხვედრის შემდეგ ქადაგიძემ ღიად განაცხადა, რომ ბანკებს არაპროფილური ბიზნესის ფლობა შეეზღუდებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი